2013 წლის 17 მაისის გახმაურებულ საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ 4 ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო. "ის, რომ 17 მაისის საქმეზე ბრალდებულები გაამართლეს, სამწუხარო და ძალიან საშიში ფაქტია", - ამის შესახებ ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა ეკა აღდგომელაშვილმა სასამართლოში 17 მაისის საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.
შეფასებები განაჩენის გამოცხადების შემდეგ გააკეთეს როგორც ბრალდებულების ადვოკატებმა, ასევე დაზარალებულების ინტერესების დამცველმა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ბრალდებულების ადვოკატმა გია ტაბლიაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში წარდგენილი ყველა მასალა შესწავლილი იქნა და მისი შესწავლის ეტაპზე დაცვის მხარე დარწმუნებული იყო, რომ გამამართლებული განაჩენი დადგებოდა.
მასალის გამოყენების პირობები