პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთი წევრის მტერი არ ვარ
მთავრობის ყოფილი მეთაურის განმარტებით, მისი სურვილია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საზოგადოების წევრები გახდნენ."ისინი არ იმსახურებენ ასეთ ხშირ ხსენებას და არ არიან ამის ღირსი. სხვათა შორის, ეს მათ გარკვეულ პოპულარობას მატებს. მე არც ერთი მათგანის მტერი არ გახლავართ და არ მაქვს სურვილი არც ერთი მათგანის დაჩაგვრის ან განადგურების, როგორც ხატავენ, რომ მე პარტიის განადგურება მსურს. ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენ ისეთი ცოტანი ვართ, როგორ შეიძლება ვინმეს განადგურებაზე ვიფიქროთ? ჩვენ მხარი მხარს უნდა შევუდგეთ, ხელიხელჩაკიდებულმა ვებრძოლოთ რეალურ პრობლემებს და არა ერთმანეთში ვარკვიოთ ურთიერთობები, რაც ძალიან ცუდია და ძალიან გაგვიგრძელდა, მაგრამ გაგვიგრძელდა, რადგან ისინი ვერაფრით ახერხებენ ამოვიდნენ ძველი კალაპოტიდან და გაიგონ, რომ საზოგადოების წევრები არიან და მასზე არ უნდა იძალადოს და ატყუოს – ასეთი უნიჭო ხალხი არ გენახოს, მე მგონი დაწყევლილები არიან ვიღაცისგან", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები