ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ,მოპასუხე მხარეს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოსთხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა.
ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები