პოლონეთის 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, კონსერვატიულმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს, ხმების 39 პროცენტზე მეტი მოაგროვა. მმართველმა პარტიამ "სამოქალაქო პლატფორმა" ხმების 23.4 % მიიღო.მოქმედმა პრემიერმა ევა კოპაჩმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა. თანამდებობაზე მას, სავარაუდოდ, გამარჯვებული პარტიის კანდიდატი ბეატა შიდლო შეცვლის.
თუ არჩევნების საბოლოო შედეგები უცვლელი დარჩა, კონსერვატორები საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებენ და 1989 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებასაც შეძლებენ.
მასალის გამოყენების პირობები