პოლიტიკა
მერაბ ქვარაია - რასაც კადრებში ვუყურებთ მძიმეა, მაგრამ ეს ჩვენი უახლესი წარსულია
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ყოფილი პატიმარი მერაბ ქვარაია ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მას რადიო „ათინათი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამწუხაროდ მეტ–ნაკლებად ყველამ ყველაფერი იცოდა, მით უფრო მათ, ვისაც ჰქონდა ვალდებულება, რომ უნდა ცოდნოდა, თუ რა ხდებოდა ციხის შიგნით და ციხის გარეთ. ყველა პატიმარი გრძნობდა და ხვდებოდა, რომ საქმე ჰქონდა ხელისუფლებასთან, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა, იცოდნენ მათი ოჯახის წევრებმა, იცოდნენ ადვოკატებმა, ციხის და ზოგადად ძალოვანი ბლოკის წარმომადგენლებმა, იცოდა იმდროინდელმა მმართველმა პოლიტიკურმა "ელიტამ" და მათმა ლიდერებმა, ზოგი პირადად იყო მონაწილე და შემოქმედი ამ საშინელების,ზოგმა კი იცოდა "ყურმოკრვით", ზოგიც გრძნობდა და ხვდებოდა რაც ხდებოდა. სამწუხაროდ ტოტალური შიშის და "ტელეჰიპნოზის" ქვეშ ბევრი ვინმე ვერ ბედავდა ხმის ამოღებას, რადგან ასეთ შემთხვევაში თავად ან მისი ოჯახი ხდებოდა სასტიკი ანგარიშსწორების ობიექტი. მართლაც მძიმეა დღეს სანახავად ის, რასაც კადრებში ვუყურებთ, მაგრამ ეს ჩვენი უახლესი წარსულია და გვინდა თუ არა სიმძიმე, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლავს, ჩვენივე ასატანია. მთელმა ამ კოშმარმა და განცდამ , რომ შენი ქვეყნის ხელისუფლება მზადაა გადაგიაროს, შეურაცგყოს, ბინძურად შეგეხოს და ცასა და მიწას შორის არავინაა, ვინც დაგიცავს მისი დაუნდობელი სისასტიკისგან - ათასობით ადამიანზე და მათ ოჯახებზე გადაიარა. ბევრს პირადად შეეხო, ბევრიც სამუდამოდ გაწირა. დიახ, ეს იყო კოშმარი ჩვენს უახლეს ისტორიაში, და დღეს ეს ყველაფერი იქცა კოშმარად ნაციონალური მოძრაობისთვის. სათქმელი აქ არაფერია. თავად დისკრედიტირებულ და უკიდურესობამდე "დევალვირებულ" ნაც.მოძრაობას ერთადერთი გზა დარჩენია იმისთვის,რომ ზოგადად გადარჩეს როგორც პოლიტიკური სუბიექტი: თვითაღიარების და საკუთარი პოლიტიკური წარსულის გასამართლების გზა, რასაც ის გასაგები მიზეზების გამო ვერასოდეს გააკეთებს. მართალია და ვეთანხმები აზრს, რომ დროა წინ გავიხედოთ, გავიდეთ ამ საშინელი, დამთრგუნავი რეალობიდან და მომავლისკენ გადავიტანოთ ჩვენი ხედვა. ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ სამწუხაროდ ვერც წარსულს გავექცევით, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ის რაც ჩვენს თავს დატრიალდა,მით უფრო,რომ სამწუხაროდ დღესაც არიან "უწმინდურ წიაღში აღმოცენებულები", რომლებიც მზად არიან იგივე და უარესი დაატრიალონ, თუ ამის საშუალება მიეცემათ. მადლობა ღმერთს ამის ალბათობა ნულის ტოლია. ასეა თუ ისე, ჩვენ ის ერი აღმოვჩნდით, ვისაც საკუთარ მაგალითებზე უწევს სწავლა, ვისწავლოთ და მივყვეთ იმ გზას, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და რომელიც ლამის სისხლის ფასად მოვიპოვეთ, ადამიანთა უფლებების დაცვის, ჭეშმარიტად დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების, კანონის უზენაესობის, ადამიანის ყველაზე მთავარ ღირებულებად გამოცხადების და ღირსეულ საქართველოში შრომისა და ცხოვრების გზას. საქართველოს დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი ჩვენ უნდა ავაშენოთ”, - ნათქვამია მერაბ ქვარაიას განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.