ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორგანიზებით თბილისში, "როუზ-როს"-ის რიგით 83-ე სემინარი მიმდინარეობს. სემინარის თემაა "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები". ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქრთველოში გიუნტერ ბეხლერი და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილი ესწრებიან.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ნატო-ს წევრი გახდება.როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სემინარი უკვე მეოთხედ ტარდება, რაც მისასალმებელია.
"საქართველომ ამ მიმართულებით თავისი აქტიურობით ბევრი გააკეთა. ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან აბსოლუტური მზაობაა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს. რაღაც პროცესები ამას ხელს უშლის, მათ შორის ძალიან ამძიმებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული ნაწილი, თუმცა, ვფიქრობ, უახლოეს დროში ჩვენი აქტიურობით და ამ სტრატეგიის გაგრძელებით საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები