საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და რაიმე ტიპის არეულობას გეგმავდეს".
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლაა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დასრულდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს, გავიმეორო, რომ დაუშვებელია, უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და რაიმე ტიპის არეულობას გეგმავდეს", - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. სამწუთიან მიმართვაში საუბარია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გავრცელებულ აუდიო-საუბრებსა და “რუსთავი 2″-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.
მასალის გამოყენების პირობები