აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ილჰამ ალიევის მმართველმა გუნდმა მოიპოვა. დათვლილი ხმებიდან ირკვევა,რომ პარტია "ახალი აზერბაიჯანი" ქვეყნის მილი მეჯლისში 125 ადგილიდან 70-ს მიიღებს. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 56% იყო. არჩევნები ყველა ოლქში ჩატარებულად გამოცხადდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ირწმუნება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევები არ მომხდარა.
მასალის გამოყენების პირობები