პოლიტიკა
ავიაკატასტროფისას დაღუპული ადამიანების ცხედრები სანკტ-პეტერბურგში გადაასვენეს
ქაიროდან სანკტ-პეტერბურგში გადაასვენეს ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 144 ადამიანის გვამი.  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ცხედრების ამოცნობის პროცედურა დაიწყება.  რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეორე თვითმფრინავს დაღუპულთა გვამებით, სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში დღეს საღამოს ელოდებიან. რუსეთის ავიაკომპანიის „კოგალიმავიას“ კუთვნილმა აერობუსმა, რომელიც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ალ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, კატასტროფა 31 ოქტომბერს განიცადა.  დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 224-ივე ადამიანი. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ოთხი უკრაინის და ერთი ბელორუსიის.  კატასტროფის რაიონში აღმოჩენილი  შავი ყუთების მონაცემთა გაშიფვრას განაგრძობს რუსი, ეგვიპტელი და ფრანგი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია. უცნობია,  თუ რამ გამოიწვია ჰაერში აერობუსის ნაწილებად დაშლა.  ექსპერტები ასახელებენ კატასტროფის სამ ვერსიას - საბარგო ნაწილში ბომბის აფეთქებას, კონსტრუქციის გეომეტრიის დარღვევას და ძრავის გაუმართაობას.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.