უკრაინული ვებ-გვერდი uarevo.in.ua მორიგ სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს აქვეყნებს, რომლებშიც სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე ფიგურირებენ.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამეგრელოდან თბილისში 50 ყოფილი სპეცრაზმელი გადაისროლეს, ოპერაცია კი, მიხეილ სააკაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.
„კარგი განწყობაა იქაც. გამოდიან არასამთავრობოები, ექვს საათზე ხომ იყვნენ და ახლაც ეთერში არიან ყველანი. ხვალ ვიღაც ცნობად სახეებს მოიყვანენ და ისევ მთელი დღე ეთერში იქნებიან. 10 საათზე მიდიან სასამართლოსთან ნაწილი ხალხის და ჩვენი 3 ათას კაცამდე, პლიუს კობა მოვა „რუსთავი 2-თან“. კარვები და რაღაცები გვაქვს, ყველაფერი გვაქვს და დაიწყებენ უკვე ხვალ დამონტაჟებას. მე რასაც მეუბნებიან, აქვთ მაგათ ეგეთი სცენარი, ჩვენი ხალხი რომ იქნება იქ, თვითონაც მობილიზაცია გაუკეთონ ერთი ექვსას კაცს და იქ მოხდეს ქლეში რაღაც და მერე პოლიცია... ჩამოგვყავს ვიღაც-ვიღაცები, ცოტა ისეთი ხალხი, 50 ადრე სპეცრაზმელი ჩამოგვყავს სამეგრელოდან. მე მგონია, რომ რაღაც ამყრალდა ვნახოთ, ხვალ გამოჩნდება“, - ეს სიტყვები ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ, ნუგზარ წიკლაურს ეკუთვნის.
მიხეილ სააკაშვილისა და ნუგზარ წიკლაურის ფარულ აუდიო ჩანაწერებში ასევე საუბარია ბარიკადებზე და გარკვეული კონსტრუქციების მოწყობაზე, სავარაუდოდ "რუსთავი 2"-ის შენობასთან. ნუგზარ წიკლაური ყოფილ პრეზიდენტს დეტალურად უყვება თუ რა სამუშაოები გასწიეს მათ ამ მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები