"რუსთავი 2"-ში აცხადებენ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე „ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ“ განჩინება 5 ნოემბერს გამოაქვეყნა. განჩინების მეხუთე მუხლში ურთმელიძე მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დაინიშნონ დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".
მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.
მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.
ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს: "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".
მასალის გამოყენების პირობები