ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება "რუსთავი 2" - ში ახალი დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვაა.
"ამგვარი შეფასებით ის შეიჭრა სარედაქციო პოლიტიკაში. არადა, დემოკრატიულ ქვეყანაში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და სარედაქციო დამოუკიდებლობაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს",- აცხადებს ძველიშვილი.
მისივე თქმით, მოსამართლე ურთმელიძის განჩინება შესაძლოა, სხვა მედიასაშუალებებისთვისაც საფრთხე აღმოჩნდეს.
მასალის გამოყენების პირობები