პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ზაზა ხატიაშვილს ღირსების ორდენი გადასცა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესში.  "დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისათვის პრინციპული და უმნიშვნელოვანესია ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულება. ასეთი მართლმსაჯულება ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი დაცვა და არ გვეყოლებიან ისეთი ძლიერი იურისტები, რომლებიც ჩვენს სასამართლო დარბაზებში რეალურ შეჯიბრებითობას შექმნიან. თქვენ ხართ იმის გარანტი, რომ თითოეული მოქალაქე, რომელიც შეხებაში მოდის სასამართლოსთან, კანონთან, სამართლებრივ სისტემასთან, თავს გრძნობდეს დაცულად; იცოდეს, რომ მისი ინტერესები იქნება დაცული და განხორციელდება კვალიფიციურად",-  ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შეკრებილ ადვოკატებს.  გიორგი მარგველაშვილმა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს მადლობა გადაუხადა ადვოკატთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.