პოლიტიკა
გოგი თოფაძე პარლამენტს ტოვებს
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე სადეპუტატო მანდატის დატოვებასა და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას გეგმავს.  თოფაძე აცხადებს, რომ  აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტში მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ განახორციელებს.  "პოლიტიკაში ყოფნა თუ პარლამენტის წევრობა, ჩემთვის არასდროს ყოფილა თვითმიზანი და მხოლოდ იმიტომ ვარჩიე ეს ასპარეზი, წარსულში ნათლად რომ ვხედავდი ქვეყნის განვითარების არასწორ, არამართებულ გეზს. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რა უიმედო პერსპექტივას უქმნიდა ქვეყანას წინა ხელისუფლებების მანკიერი, მავნებლური სტრატეგია და სამწუხაროდ, ბევრი ჩემი და ჩვენი პარტიის (თანამოაზრეების) პროგნოზი არაერთხელ გამართლდა კიდეც. დღეს ბევრად უფრო იმედიანად ვუყურებ მომავალს და ჩემს უპირველეს მოვალეობად გულწრფელად მიმაჩნია, ნებსით თუ უნებლიედ არანაირი დისონანსი არ შევიტანო კოალიციის ერთობაში.  დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ხელისუფლება უთუოდ უკეთესობისაკენ წაიყვანს ქვეყანას და მეც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, მხოლოდ მხარში დავუდგები და შეძლებისდაგვარად შევეხიდები ამ უაღრესად საშურ საქმეში", - აცხადებს თოფაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.