პოლიტიკა
ბიუჯეტში გადასახადების გეგმა 120 მილიონი ლარით იზრდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგ ცვლილებებს ითხოვს. შესაბამისი წინადადებით ხადურმა მინისტრთა კაბინეტს დღევანდელ სხდომაზე მიმართა, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშიც წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 მილიარდ 526 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ შესაბამის პერიოდს 641 მილიონი ლარით აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში შეადგინა 7 მილიარდ 962 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 84 პროცენტს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტში 605 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული, ვიდრე შარშან ამავე პერიოდში. "დღეს ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლისა და გადასახადების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, მინდა გთხოვოთ, რომ 120 მილიონი ლარით გავზარდოთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გეგმა. ამავე დროს ჩვენ 283 მილიონით გვინდა შევამციროთ სესხება შიდა ბაზარზე – სახაზინო ვალდებულებებს აღარ გამოვუშვებთ, ამის საჭიროება არ არის ქვეყანაში. 100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება",- განაცხადა ხადურმა. მინისტრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, წარმოდგენილი ცვლილებები პარლამენტს მიმდინარე კვირას გადაუგზავნოს. ფინანსთა მინისტრის თხოვნის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა წარმოდგენილ პროექტს დღევანდელ სხდომაზე მოიწონებს, რის შემდეგაც განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.