პოლონეთის მთავრობა მთლიანი შემადგენლობით გადადგა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრ ევა კოპაჩის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
იაროსლავ კაჩინსკის პარტია “კანონი და სამართლიანობა” ახალ მინისტრთა საბჭოს უმოკლეს დროში ჩამოაყალიბებს. პოლონეთის პრეზიდენმა ანჯეი დუდამ მთავრობის მეთაურის კანდიდატურა ორ კვირაში უნდა წარადგინოს.
კაჩინსკის პარტიამ ხმების 37,6% და პარლამენტში 235 ადგილი მიიღო. 25 ოქტომბრის არჩევნებში მეორე ადგილზე მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელის ევა კოპაჩის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“(24,1%,138 ადგილით) გავიდა.
მასალის გამოყენების პირობები