თბილისის საკრებულოს ფოიეში სპეციალური ადგილი მოეწყო, სადაც ნებისმიერ მსურველს სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთება და 13 ნოემბერს პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო ფრანგი ხალხისთვის მისამძიმრება შეუძლია.
უწყებაში საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საელჩოს წარმომადგენლები, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებიან. საკრებულოში საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსაც ელოდებიან.
საფრანგეთის ელჩის განცხადებით, მთელ მსოფლიოში იხსნება სამძიმრის წიგნები და უამრავი ადამიანი შეძრულია მომხდარით.
სამძიმრის წიგნი 19:00 საათამდე იქნება გახსნილი.
მასალის გამოყენების პირობები