Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/gigi-tevzadze.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
თსუ და ილიას უნივერსიტეტი პრეზიდენტს მოუწოდებენ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადოს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს მიმართავენ, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ 19 აპრილს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილიას უნივერსიტეტის რექტორმა, გიგი თევზაძემ განაცხადა, რომ ამ ცვლილებებით უნივერისტეტის ავტონომია იზღუდება. "ამ ცვლილებებით იზღუდება უნივერსიტეტის ავტონომია. ეს ცვლილებები პარლამენტმა 19 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, უნივერსიტეტისა და მისი საბჭოების უკითხავად შეუცვალონ სახელმწიფო უნივერისიტეტებს იურიდიული ფორმა, ანუ კერძო სამართალის სუბიექტის სტატუსი შეიცვალოს საჯარო სამართლის სუბიექტის სტატუსად. ეს ფაქტი, რომ ამ შესწორებით უნივერსიტეტის ავტონომია იზღუდება, იწვევს ჩვენს წუხილს. ამიტომ, პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ, რომ დაადოს ვეტო ამ ცვლილებებს", - განაცხადა თევზაძემ. მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტს ამ ცვლილებებზე ჯერჯერობით არ აქვს ხელი მოწერილი და ცვლილებები ამოქმედებული არ არის. "ამ შესწორებით პრობლემა შეიძლება შეიქმნას ინტელექტუალურ საკუთრებასთან მიმართებაშიც, ასევე მოძრავ და უძრავ ქონებასთან მიმართებაში. უნივერსიტეტები ქმნიან ქონებასაც, ეს იქნება პატენტები, გამოგონებები და ამ ყველაფრის ხელყოფა მას მერე, რაც უნივერისტეტები გადაკეთდება საჯარო სამართლის პირებად იქნება უფრო ადვილი. არ შეიძლება, რომ უნივერისტეტებს მის უკითხავად შეუცვალონ სამართლებრივი სივრცე. თუ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ ცვლილებებს, შესაძლებელი იქნება, რომ პარლამენტმა უფრო დაწვრილებით განიხილოს ეს საკითხი", - განაცხადა თევზაძემ. მისივე ინფორმაციით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია გამართა. "მე მან მითხრა, რომ დამეხმარებოდა მოლაპარაკებებში, თუმცა ფაქტია, რომ სამივე მოსმენით კანონპროექტი მიღებულია", - აღნიშნა თევზაძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.