Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/qart.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/qart.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/qart.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/qart.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში", სავარაუდოდ, პრეზიდენტობის ხუთ კანდიდატს განიხილავენ
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომაზე  რეგიონებში პარტიის სტრუქტურული ურთიერთობის გაძლიერების თემატიკას განიხილავენ და აქვე ერთ-ერთი განსახილველი თემა პრეზიდენტობის კანდიდატის საკითხია. რპოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი ელისო ჩაფიძე არ უარყოფს,  გავრცელებულ ინფორმაციას, "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატებად სალომე ზურაბიშვილს, ვახტანგ ხმალაძეს, არმაზ ახვლედიანსა და კახი კალაძეს განხილავის შესახებ. დეპუტატ ირინა იმერლიშვილის განცხადებით კი, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი არ იქნება, რადგან ეს არა – პარტიის, არამედ კოალიციის პოლიტსაბჭოზე გადასაწყვეტი საკითხია. "ჩვენ დღეს გვაქვს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა. საპრეზიდენტო კანდიდატი კი კოალიციის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია, ამიტომ ამაზე არ ვიმსჯელებთ. რაც შეეხება იმას, ვინ შეიძლება იყოს კანდიდატი, ვერ გეტყვით. ჩვენ ვისაც ეს შევთავაზეთ, არც ერთი არ ყოფილა მედიაში დასახელებული. მგონია, რომ ეს უფრო მედიის მიერ დასახელებული კანდიდატებია, თუმცა შესაძლოა, მათ მეტი იციან, ვიდრე – მე", - განაცხადა იმერლიშვილმა კითხვაზე, რამდენად განიხილება კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატებად სალომე ზურაბიშვილის, ვახტანგ ხმალაძის, არმაზ ახვლედიანისა და კახი კალაძის კანდიდატურები. დეპუტატის განმარტებით, კოალიციას ეყოლება საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საზოგადოების უმეტესობისთვის იქნება მისაღები. "მე ვარ ამაში დარწმუნებული. გადაწყვეტილებას მიიღებს კოალიციის პოლიტსაბჭო, სადაც პარტიების ლიდერები და პრემიერი შედიან. კენჭისყრა არ იქნება, კანდიდატზე შევჯერდებით კონსენსუსის გზით. პრემიერს რამდენიმე ფავორიტი კანდიდატი ჰყავს. თუ რომელიმე სხვა პარტიას ეყოლება კანდიდატი, დასახელდება. შემდეგ მოხდება განხილვა და გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნა იმერლიშვილმა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, კოალიცია პრეზიდენტობის კანდიდატის შესარჩევად 11 ან 12 მაისს შეიკრიბება, ხოლო კანდიდატის ვინაობას 13 მაისს დაასახელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.