Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/images4.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ორ კანონპროექტს ვეტო დაადო
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა ვეტოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება "სამოქალაქო კოდექსში" შესატან იმ ცვლილებებთან დაკავშირებით გამოიყენა, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიულ პირებს ეცვლებათ სამართლებრივი ფორმა და შესაძლებელი ხდება მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად გარდაქმნა. როგორც ბარნოვი განამარტავს, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა ძალიან ხელშესახებად შეილახოს. "ძალიან სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე ტენდენციის ხასიათს იღებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ზეწოლა", – განაცხადა ბარნოვმა და მოიყვანა ხელოვნების აკადემიის, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის მაგალითები. "პრეზიდენტს დაუშვებლად მიაჩნია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ყურადღებით მოეკიდება პრეზიდენტის შენიშვნებს და გაითვალისწინებს მომავალი განხილვების დროს", – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა. პრეზიდენტმა ასევე ვეტო დაადო "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებს. საუბარია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო აქტსა და საკანონმდებლო ნორმას შეაჩერებს, საბოლოო გადაწყვეტილება მან 30 კალენდარულ დღეში უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – 31-ე დღიდან შეჩერებული ნორმები ამოქმედდება. ბარნოვის შეფასებით, ეს ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებებს ზღუდავს. "თუ მიღებული იქნება კანონმდებლობაში რაღაც ისეთი ცვლილება, რომელიც ხელშესახებ, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ამა თუ იმ სუბიექტს, ახალი ცვლილება ახალი პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს უტოვებს მხოლოდ ერთთვიან ვადას, გადაწყვეტილება მიიღოს. თუ ეს არ მოესწო, ოცდამეთერთმეტე დღეს უკვე ავტომატურად უნდა შევიდეს კანონი ძალაში. საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციაა, რომ ეს არის შეუძლებელი და ერთი თვე ამას არ ეყოფა. პრეზიდენტი ამ პოზიციას ეთანხმება. ეს არის საფრთხილო, რადგან შეიძლება ხელშესახებად შეზღუდოს სხვადასხვა ტიპის სუბიექტთა უფლებები", – დასძინა ანდრო ბარნოვმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.