პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის დელეგაცია მიიღო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,
დელეგაციას "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" (AECR) პრეზიდენტი იან ზარადილი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი რიზარდ ცარენსკი და "ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი რიჩარდ მისლომი.

მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს, საუბარი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრისას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

ასევე განხილული იყო რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩევლები და "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერები დაესწრნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.