ფრაქცია "ბატკივშინა" საპარლამენტო კოალიციას ტოვებს, ამის შესახებ
ფრაქციის
ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა.
მისი განმარტებით, ფრაქციის წევრები თვლიან, რომ უმაღლეს რადაში
"დემოკრატიული ძალების კოალიცია არ არსებობს და არც არასოდეს
ყოფილა".
ტიმოშენკო თვლის, რომ აზრი არა აქვს დარჩე იმ კოალიციაში, რომელსაც
რეფორმების სწრაფად ჩატარება არ სურს. პარტიის ლიდერმა კოალიციის სხვა
წევრებსაც მოუწოდა მისი დატოვებისკენ. ის თვლის, რომ ქვეყანას
გადატვირთვა სჭირდება.
გამოცემა "უნიანის" ინფორმაციით, ფრაქცია "ბატკივშინას" კოალიციიდან
გასვლა მისი დაშლას არ გამოიწვევს. მასში რჩება "პეტრე პოროშენკოს
ბლოკი", "სახალხო ფრონტი" და "თვითდახმარება", რომელიც 243 - მდე
დეპუტატს ითვლის, აუცილებელი მინიმუმი კი 226 წევრია.
მანამდე, უკრაინის პარლამენტმა კენჭი უყარა პრემიერ-მინისტრ არსენი
იაცენიუკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დეპუტატებმა მხარი
არ დაუჭირეს იმპიჩმენტის გამოცხადებას.
მასალის გამოყენების პირობები