ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც
წევრ ქვეყნებს "სავჩენკოს სიის" შემოღებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ წერტილოვანი სანქციები უნდა შეეხოს იმ
პირებს, ვინც უკრაინელი მფრინავის უკანონო დაკავება - დაპატიმრებაში
მონაწილეობდა და ძალაში მის გათავისუფლებამდე დარჩეს. ასამბლეამ მხარი
დაუჭირა ლიტვის მიერ დამტკიცებულ "სავჩენკოს სიას" , რომელშიც 46
ადამიანი შევიდა.
რუსული მედიის ინფრომაციით, პუტინსა და პოროშენკოს შორის შემდგარი
სატელეფონო საუბრის შემდეგ უკრაინაში სჯერათ, რომ ნადეჟდა სავჩენკოს
ქვეყანაში დაბრუნება, უკვე არა ვაჭრობის საგანი, არამედ - პროცედურის
საკითხია. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლებელია,
სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე ევგენი ეროფეევსა
და ალექსანდრ ალექსანდროვზე გაცვალონ.
მასალის გამოყენების პირობები