ამირან ლაგვილავა: "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასოდეს ვყოფილვარ (ვიდეო)
15:37 / 25.04.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის "ქართული ოცნების"
მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ამირან ლაგვილავა აცხადებს, რომ ის "ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" წევრი არასოდეს ყოფილა.
"განცხადება პარტიაში შესვლაზე არ დამიწერია და გასვლაზე როგორ
დავწერდი".
ჟურნალისტების კითხვაზე რა დამსახურებისთვის მიიღო მან ღირსების
ორდენი, პასუხობს: "რვა წელი ვემსახურე იმ მთავრობას".
ცნობისთვის, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელის კახა
მიქაიას ინფორმაციით, კორცხელის "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ლაგვილავა დღემდე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრია. მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე
ჟურნალისტებს ლაგვილავას პარტიული მანდატი უჩვენა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამირან
ლაგვილავა 2012 წელს ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა.
"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგვილავა
სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად რამდენიმე დღის წინ წარადგინა.
საკრებულოს შუალედური არჩევნები 22 მაისს გაიმართება.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები