პოლიტიკა
გუბერნატორი შონია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ":

"გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეს თარიღი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ზუსტად 98 წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღიდგინა სახელმწიოებრივი დამოუკიდებლობა, 25 წლის წინ კი ჩვენ დამოუკიდებლობა ხელახლა აღვიდგინეთ.

ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო, 19 მაისს ხურჩაში დაღუპულ გიგა ოთხოზორიას შვილებს, ისინი ყოველთვის იამაყებენ მამის განვლილი ცხოვრებით. გიგა არ შეეგუა უსამართლობას და მედგრად დადგა შეიარაღებულების წინაშე, ის ჩვენი დროის გმირია! ოთხოზორიების ოჯახის ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ჩვენ დღეს ზუგდიდში გავაუქმეთ ყველა ღონისძიება, დღეს ეს ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნავს. ხელისუფლება ოთხოზორიების ოჯახის გვერდით დგას.

ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ ისტორიულ დღეს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორ უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს",- ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.