პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო
არჩევნების თარიღის დანიშვნაზე ბრძანებულება გამოსცა.
"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს
ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 108-ე მუხლის მე-2
ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები
დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს",
- ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც უკვე გადაეგზავნა
პრემიერ-მინისტრს.
საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს ჩატარებასთან დაკავშირებით,
პრეზიდენტის ახალ განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა 10 დღის ვადაში
უნდა მოაწეროს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები