ბიძინა ივანიშვილი - თუ არჩევნებში ვნახე, რომ ჩემი აღარ სჯერათ, დაგემშვიდობებით
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში
თუ არჩევნებზე მას ნახევარზე მეტი მხარს
არ დაუჭერს, საზოგადოებას დაემშვიდოებება და იმ ცხოვრებას
დაუბრუნდება, რომელიც სურდა.
"რატომღაც ესე მგონია დღესაც, რომ მე მაქვს განსაკუთებული როლი,
რადგან ისევ ვგრძნობ საზოგადოების ნდობას ჩემს მიმართ. შესაძლოა, ეს
გრძნობა მცდარი იყოს და ამას არჩევნებით დავინახავ. მე ვალდებულების
განცდა მამოძრავებს, რომ ჩემი სჯერა საზოგადოების, არ უნდა ვუღალატო
და მაქსიმალურად გავაკეთო ის, რომ დავეხმარო და ვაჩვენო თუ როგორ
ვხედავ და როგორ უნდა იყოს", - აღნიშნა მან.
ექსპრემიერი "ტექნოპარკში" ტელეჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებს
პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები