ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თვითმმართველობის ზოგიერთ
წარმომადგენელს მართვის
გამოცდილება არ აქვს და არ იცის ეკონომიკა.
"პრემიერ-მინისტრობისას რამდენიმე გამგებელს შევხვდი. ისინი
მეუბნეოდნენ ამა თუ იმ საკითხზე თუ უფლებას მომცემთ, მე კი ვეუბნეოდი,
რომ კანონით უფლება ჰქონდათ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებდნენ. ახლა
ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. ზოგმა ზედმეტად გამოიყენა ეს
უფლებამოსილება, მაგრამ ზოგს ამის მოსმენა არ უნდა, რადგან არჩეულია
და ხელს ვერავინ შეახებს. აკლიათ კვალიფიციურობა, დღეს მთავრობა არის
მაქსიმალურად ხალხის სამსახურში. ადრე იყო მთავრობა, რომელიც
გვიმსახურებდა მთელ საზოგადოებას, დღეს გვყავს მთავრობა, რომელსაც
ხალხი აკონტროლებს, ხალხს უსმენს და ვერავინ იტყვის რომ კორუფციაა", -
აღნიშნა მან.
ექსპრემიერი "ტექნოპარკში" ტელეჟურნალისტებს ხვდება და მათ კითხვებს
პასუხობს.
მასალის გამოყენების პირობები