„გაზპრომმა“ ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოში
გაზის მიწოდების შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს,
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პრეზიდენტმა
ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია „გაზკო+“-ს კომერციულმა
დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი.
კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს
100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს. მოქმედების ვადა მიმდინარე
წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბერამდეა.
მასალის გამოყენების პირობები