საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს
საგანგებო
განცხადებით მიმართავს. იგი პარტიებს ქცევის კოდექსის უმოკლეს დროში
მიღებისკენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ მას ყველა პასუხისმგებლობის
მქონე პოლიტიკური პარტია შეუერთდება.
"უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებ ყველას, უმოკლეს დროში მივიღოთ ქცევის
კოდექსი, რომელსაც, იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ყველა საარჩევნო
სუბიექტი შეუერთდება”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ის ასევე მიმართავს ”ქართული ოცნების" მომხრეებსაც და
აღნიშნავს, რომ არავის უნდა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები