საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის
მიხედვითაც,
არჩევნების პერიოდში სპეცუბნების საკითხი რეგულირდება.
კანონის შესაბამისად, იკრძალება სპეციალური უბნების შექმნა თავდაცვის
სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის
სამსახურების, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
ქვედანაყოფების ტერიტორიაზე.
ცვლილებით კონკრეტდება ასევე იმ გამონაკლისების ჩამონათვალი, სადაც
რჩება სპეცუბნების შექმნის შესაძლებლობა - პენიტენციური დაწესებულება
, სათნოების სახლი და საავადმყოფოები.
მასალის გამოყენების პირობები