ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პედრო აგრამუნტს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე,
საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და 2016 წელს დაგეგმილ
საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. პედრო აგრამუნტი საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ
ფაქტებსაც შეეხო.
კონკრეტულად ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე გაამახვილა
ყურადღება და აღნიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს. მან
ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა
გამოხატა.
მასალის გამოყენების პირობები