პარტიებმა ივნისში შემოწირულების სახით ჯამში 2 204 085 ლარი მიიღეს.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში
აცხადებენ,რომ ყველაზე მეტი - 1 028 420 ლარი ”ქართულ ოცნება -
დემოკრატიულ საქართველოს” ერიცხება.
შემოწირულების კუთხით მეორე ადგილი უკავია პაატა ბურჭულაძის პარტიას
”სახელმწიფო ხალხისთვის”, რომელმაც ივნისში 741 942 ლარი მიიღო.
სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”პატრიოტთა ალიანსი” –
174 930 ლარი, გიორგი ვაშაძის ”წარმატებული საქართველო” – 111 442
ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 81 200 ლარი, ”გირჩი” – 38
003, ”ჩვენი სამშობლო” – 21 700 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” –
2 660 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 1 700
ლარი, ”რესპუბლიკური პარტია” – 680 ლარი, ”ლეიბორისტული პარტია” – 600
ლარი, ”მემარცხენე ალიანსი” – 500 ლარი, ”ეროვნულ-დემოკრატიული
პარტია” – 163 ლარი, ”კონსერვატიული პარტია” – 119 ლარი და
”თავისუფალი საქართველო” – 25 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები