ლევან იზორია და ქეთი ციხელაშვილი - ახალი მინისტრები პრემიერ-მინისტრმა წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის,
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
ახალი მინისტრები წარადგინა. თინა ხიდაშელის შემცვლელად სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა,
ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა
შეცვალა.
"რესპუბლიკელმა" მინისტრებმა თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა
თანამდებობები დღეს ოფიციალურად დატოვეს. მათ პრემიერ-მინისტრს
გადადგომის შესახებ განცხადებით რამდენიმე დღის წინ მიმართეს.
მასალის გამოყენების პირობები