პარტია "ცენტრისტები" ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა. შესაბამისი
განკარგულება ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოსცა.
"დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური
გაერთიანება "ცენტრისტების" ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ
გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას,
"ცენტრისტების" რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ",
- განაცხადა თამარ ჟვანიამ.
პარალელურად კი, ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ ბედუკაძე მოწმეთა დაცვის
პროგრამით აღარ ისარგებლებს. ამის შესახებ მან შეტყობინება უკვე
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები