Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/bidzo-mzaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/bidzo-mzaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/bidzo-mzaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/bidzo-mzaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: განსხვავებულობის გამო, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ტელემიმართვაში პირობა დადო რომ განსხვავებულობის გამო საქართველოში არავინ დაისჯებ: "პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია. ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას",-განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ქართველი ხალხის მიზანია ისეთი სახელმწიფოს შენება სადაც პატივს ცემენ განსახვავებულ აზრს. ივანიშვილმა ასევე დემოკრატიულ ღირებულებებსა და ნატოში ინტეგრაციაზე გაამხვილა ყურადღება:  "დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია – ეს ის საკითხებია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია. ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევები და ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ჩვენ ყველას – თითოეულ მოქალაქეს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია. საქვეყნო საქმეში ცალმხრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ამიტომაც მოქალაქეების მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც ქსენოფობიასა და ჰომოფობიას არ აქვს გასაქანი, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც ბიზნესი თავისუფალია. ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად ავაშენოთ საერთო სახელმწიფო", - აღნიშნა პრემიერმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.