საქართველოს პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილმა
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად
უშიშროების საბჭოს მდივანი
ირინა იმერლიშვილი და
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი
გიორგი
კვერენჩხილაძე დანიშნა.
ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი
აბაშიშვილი ავრცელებს.
,,
ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე ერთი წუთის წინ
საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს
მოსამართლეებად. ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ,”-
აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ ბათუმში მიმდინარე
საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო
კონფერენციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,
ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე, ორი მაღალი
კვალიფიკაციის იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები,
გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ
ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში,"- აღნიშნა
მარგველაშვილმა.
სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი
პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ
სიჭინავას - უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური
ადგილიდან ერთზე მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი -
უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები