ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გავრცელებული აუდიოჩანაწერის
შესახებ სოციალურ ქსელში წერს. "ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს
ივანიშვილს თავისი
გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ
გამოუვა",- წერს სააკაშვილი.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის"
წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები
არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.
ფარულ ჩანაწერებს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" გამოეხმაურნენ.
"ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას, ეს ყველაფერი სასაცილოა,
იმიტომ, რომ ავადმყოფი ქვეყანა მართავს ქვეყანას. წელს არც სატელეფონო
საუბარი მქონია ბიძინა ივანიშვილთან, არც სატელეფონო საუბარი მქონია
მიხეილ სააკაშვილთან. ეს შემადგენლობა წელს ერთდროულად არა თუ
უკრაინაში, არსად საქართველოს ფარგლებს არ ყოფილა, “-
განაცხადა მან.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გიგი წერეთელმაც გააკეთა.
"ჩვენ ვართ იმ ფაზაში, როდესაც ვართ აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში. ორი
წლის წინ მთავრობა აცხადებდა, რომ გადატრიალებაა და საბურავების
შეგროვებაა. ვინც ყავთ მრჩევლები, ვურჩევ, რომ ამ სისულელეებს თავი
დაანებონ."
მასალის გამოყენების პირობები