გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ის დარწმუნებულია, რომ შსს სრულად უზრუნველყოფს არჩევნების
მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.
ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობა სწორად აფასებს იმ
ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში გადაიდგა დემოკრატიული
ქვეყნის მშენებლობის პროცესში.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ აუცილებლად
გამოიყენონ ეს დღე, რათა ჩვენ ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა
ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - დასძინა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები