შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის"
დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის
აფეთქების საქმესთან "კავშირში მყოფი პირი" იდენტიფიცირებულია.
აღნიშნულის დადგენა მიმდინარე გამოძიების შედეგად გახდა შესაძლებელი,
რომელიც სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერების შესწავლასაც
მოიცავდა.
"გამოიძიების ფარგლებში ასევე მოპოვებული იქნა სხვა მნიშვნელოვანი
ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ
ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ", – განაცხადა შინაგან საქმეთა
სამინისტრომ.
ეჭვმიტანილის ვინაობა არ გახმოვანებულა, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტრომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი გაასაჯაროვა,
რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი გახდა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება.
მისი ვინაობა ამ ეტაპისთვის დაუდგენელია და მიმდინარეობს შესაბამისი
საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების
მიზნით.
4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს.
დეპუტატი და მისი მძღოლი გადარჩნენ, თუმცა, დაშავდა ოთხი
გამვლელი.
მასალის გამოყენების პირობები