პარტიის პოლიტსაბჭომ გადაწყვეტილება წუხელ მიიღო. ამასთან, „ენმ“-ს
წევრები მეორე ტურშიც მიიღებენ მონაწილეობას.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა,
დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი გამოიყენებენ ყველა საშუალებას,
რომ ქვეყანაში ოფიციალურად არ დამყარდეს ერთპარტიული მმართველობა.
„სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი
პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად
იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ
ბრძოლას“, - აღნიშნა პარტიის პირველმა ნომერმა.
მასალის გამოყენების პირობები