სააკაშვილი: "არჩევნების მასობრივი გაყალბების დამტკიცება შესაძლებელი იყო "
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების
დამტკიცება მტკიცებულებების
არასისტემატიზაციის გამო ვერ მოხერხდა.
ამის შესახებ ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს:
"მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი,
ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების
სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით
მასობრივ გაყალბებას".
"მარტო აჭარაში გაუქმებული (ესე იგი ამომრჩევლების მოპარული)
25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც
არ არის დაკარგული შანსი ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და
როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ
დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს," - წერს
სააკაშვილი და აქტივისტებს მადლობას უხდის, რომ "მიუხედავად ზეწოლისა,
გულმოდგინეთ აგროვებენ ამ მტკიცებულებებს".
მასალის გამოყენების პირობები