ადვოკატები თავიანთი უფლებებისა და საზოგადოების უფლებების დაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ.
„ადვოკატები ჯერ ასეთი ერთსულოვნები არ ვყოფილვართ, ჩვენ ერთად დავდექით ჩვენი უფლებების დასაცავად. როგორ შეიძლება ადვოკატს შუამდგომლობის დაყენება აუკრძალო სასამართლოს წინაშე. 111-ე მუხლის მე 2 პუნქტის თანახმად, ადვოკატს უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე, ასევე პარლამენტმა დამატებად შეიტანა 120-ე მუხლში მეათე პუნქტი, რომლის მიხედვით პროკურორს შეუძლია ჩვენს მიერ ამოღებული მტკიცებულება წაიღოს და გამოიკვლიოს, ეს არის მართლა ფეოდალიზმი და ჩვენ ამას არავის ვაპატიებთ“ - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები