ევროკავშირი საქართველოს ახალ მთავრობასა და პარლამენტთან ითანამშრომლებს
ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
ანგარიშში გაერთიანება პარლამენტში
შესულ პოლიტიკურ სუბიექტებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარდა.
აქვე საუბარია იმაზე, რომ გაერთიანება საქართველოს
სეპარატისტულ რეგიონებში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად ქვეყანას
მხარს დაუჭერს.
„ევროკავშირი მომავალშიც ერთგული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული
საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის“, - აღნიშნულია საბჭოს
ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები