ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს
კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტის პირველი სხდომის
თარიღს პრეზიდენტი დანიშნავს და თავადვე გახსნის.
პირველივე სხდომაზე პარლამენტის წევრები აირჩევენ თავმჯდომარეს,
ვიცე-სპიკერებს, კომიტეტების წევრებსა და მათ თავმჯდომარეებს.
რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო
შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ იმართება, რომლის
ბოლო ვადა 18 ნოემბერია. პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურის
გამართვიდან არაუმეტეს 20 დღისა უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები