ქვარაიას რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ წარადგენენ
დღეს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს
სხდომა გაიმართა,
რომელზეც საპარლამენტო თანამდებობაზე წარსადგენი კანდიდატურების
ვინაობა გაირკვა.
პარტიის მიერ გავრცელებულ სიაში აღნიშნულია, რომ რეგიონული
პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოადგილედ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაა
წარდგენილი.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი ირაკლი კობახიძის კანდიდატურა
ოფიციალურად დადასტურებულია.
მასალის გამოყენების პირობები