იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პაოლო
ჯენტილონის ინფორმაციით, საქართველო
ვიზალიბერალიზაციაზე დასტურს წლის ბოლომდე
მიიღებს.
სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე დისკუსიაზე მან განაცხადა, რომ ასეთი
პასუხი ევროპარლამენტარებისგან მიიღო.
"მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დარჩენილია
დასტურის მიღება ევროპარლამენტისგან. როდესაც ვკითხე ჩემს კოლეგებს
ევროპარლამენტში, მათ მითხრეს, რომ ეს დასტური ამ წლის ბოლომდე იქნება
მიცემული".
დისკუსია თემაზე "იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის
მომავალი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში
იტალიის საელჩოსა და რონდელის ფონდის ორგანიზებით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები