აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
გახდა. Associated Press-ის მონაცემებით, რესპუბლიკური პარტიის
კანდიდატმა საპრეზიდენტო
არჩევნების წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა უკვე
დააგროვა. მის დემოკრატ მეტოქეს, ყოფილ სახელმწიფო მდივან
ჰილარი კლინტონს - 218 ხმა აქვს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ინიდიანას შტატის გუბერნატორი
მაიკლ პენსი დაიკავებს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 2017 წლის 20
იანვარს გაიმართება.
დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეცვლის, რომელიც აშშ-ის
პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადის განმავლობაში, 2008 წლიდან
იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები