პოლიტიკა
პრეზიდენტმა ახალი პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი დანიშნა

მე-9 მოწვევის პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება. თარიღი გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა.

მან შესაბამის აქტს ხელი უკვე მოაწერა. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი მას უხუცესი წევრი გაუძღვება.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დადებენ.

18 ნოემბერს ფარული კენჭისყრით აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს. სავარაუდოდ, ხვალვე მოხდება კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმირება.

პირველ სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარის დასწრება სავალდებულოა. ასევე, სავარაუდოდ, მოწვეულნი იქნებიან კათალიკოს-პატრიარქი ილია II, საზოგადოების, სასამართლოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.