მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს 12:00 საათზე
გაიხსნება. ქუთაისის პარლამენტში ახლადარჩეული წევრები სხდომისთვის
უკვე ემზადებიან.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის
თავმჯდომარეებს აირჩევენ. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე,
ძველ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.
სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის.
მასალის გამოყენების პირობები